ჩვენი მიმართულება / 01
განათლება
წევრებისთვის ვქმნით პროფესიული ზრდისა და სწავლის შესაძლებლობებს: სასერტიფიკაციო კურსებს, სემინარებსა და ვორკშოპებს. ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან, სასწავლო ცენტრებთან და ავტორიზებულ პარტნიორებთან.
თქვენი განვითარების გზა
გაეცანით ჩვენს ხუთ მიმართულებას, მათ საქმიანობასა და ხელმძღვანელებს.
ჩვენი მიმართულება / 01
წევრებისთვის ვქმნით პროფესიული ზრდისა და სწავლის შესაძლებლობებს: სასერტიფიკაციო კურსებს, სემინარებსა და ვორკშოპებს. ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან, სასწავლო ცენტრებთან და ავტორიზებულ პარტნიორებთან.
ჩვენი მიმართულება / 02
ვაერთიანებთ ახალ და გამოცდილ წევრებს, მხარს ვუჭერთ მოხალისეთა ჩართულობასა და ლიდერული უნარების განვითარებას. ვქმნით გარემოს, სადაც გამოცდილების გაზიარება საერთო შესაძლებლობად იქცევა.
ჩვენი მიმართულება / 03
ვზრუნავთ წარმომადგენლობის ცნობადობაზე, კომუნიკაციასა და საზოგადოების ჩართულობაზე. ვაზიარებთ ჩვენი წევრების, მოხალისეებისა და პარტნიორების ამბებს და წარმოვაჩენთ პროექტების მართვის ღირებულებას.
ჩვენი მიმართულება / 04
ვავითარებთ თანამშრომლობას ბიზნესთან, ორგანიზაციებთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან. პარტნიორული მხარდაჭერა ხელს უწყობს ჩვენი ღონისძიებების, ინიციატივებისა და პროფესიული საზოგადოების განვითარებას.
ჩვენი მიმართულება / 05
ვმართავთ წარმომადგენლობის ფინანსურ ოპერაციებსა და ანგარიშგებას. ხელს ვუწყობთ გამჭვირვალე დაგეგმვასა და რესურსების პასუხისმგებლიან გამოყენებას, კანონმდებლობისა და PMI-ის მოთხოვნების შესაბამისად.
თქვენი შემდეგი ნაბიჯი
გახდით წევრი ან შემოგვიერთდით მოხალისედ. გაგვიზიარეთ ცოდნა, გაიცანით თანამოაზრეები და ერთად განვავითაროთ ჩვენი პროფესია.