მიმოხილვა

სპონსორობის მიმართულება ემსახურება ორგანიზაციის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას ძლიერი პარტნიორული ეკოსისტემის შექმნის გზით. მისი მიზანია პროექტების მართვის ინსტიტუტის (PMI) თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის დაკავშირება ბიზნესსექტორთან, საერთაშორისო, საჯარო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიურ ინსტიტუციებთან და სოციალური გავლენის ჯგუფებთან, რაც ხელს უწყობს ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის მოზიდვას, პროფესიის განვითარებას, ინოვაციებსა და გრძელვადიან თანამშრომლობას.

ძირითადი საქმიანობები

  • სასპონსორო ურთიერთობების მართვა: სპონსორებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირების განვითარება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
  • კორპორაციული მოდელების დანერგვა: კორპორაციული პარტნიორობის მოდელების შექმნა, ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმების და მრავალსექტორული კოლაბორაციის ფორმატების ჩამოყალიბება.
  • მხარდაჭერის მოზიდვა: ორგანიზაციის პროექტებისა და ინიციატივებისთვის ფინანსური და არაფინანსური რესურსების მოძიება და მოზიდვა.
  • ბრენდისა და წარმომადგენლობის პოზიციონირება: წარმომადგენლობის ხილვადობის გაზრდა და ბაზარზე მისი, როგორც სანდო პარტნიორის, პოზიციონირების მხარდაჭერა.

სტრატეგიული პრიორიტეტები

  • გრძელვადიანი სასპონსორო მოდელი: გრძელვადიანი სპონსორობის მოდელის შექმნა პროექტების მართვის ინსტიტუტის (PMI) თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის სტაბილური ზრდისთვის.
  • ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა: ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება მიმდინარე სასპონსორო პროექტებში.
  • სექტორული განვითარება: სამშენებლო, ტექნოლოგიურ და სხვა წამყვან სფეროებში პროექტების მართვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და დანერგვა პარტნიორ კომპანიებთან ერთად.
  • სოციალური და საგანმანათლებლო გავლენა: პარტნიორებთან ერთად ისეთი საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და გავრცელება, რომლებიც აერთიანებს ბიზნესს, განათლებას და საზოგადოებრივ ინტერესს.
  • კოლაბორაციული პლატფორმა: PMI-ის ბაზაზე ბიზნეს კავშირების და მულტისექტორული კოლაბორაციული პლატფორმის შექმნა კლუბის ფორმატით და ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმების საფუძველზე პარტნიორობის გაფართოება

მიღწევები 2024-2025

სპონსორობის მიმართულებით სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება, ახალი სპონსორების მოზიდვა, სასპონსორო პაკეტებისა და ხელშეკრულებების შემუშავება; ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების ინიცირება და მემორანდუმების გაფორმება; ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ინოვაციური მიმართულებების პროექტების დაწყება; სამშენებლო სექტორთან თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნა და სოციალური გავლენის პროექტების კონცეპტუალიზაცია.

2026 წლის გეგმები

  • სასპონსორო პორტფელის გაფართოება: სპონსორების ბაზის გაზრდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და გრძელვადიანი მოდელის დანერგვა.
  • პროექტების მართვის ინსტიტუტის ბიზნეს კლუბი: გამოცდილების გაზიარების ფორმატებისა და რეგულარული შეხვედრების დანერგვა ბიზნეს ლიდერებთან პარტნიორობის გასაღრმავებლად.
  • პროექტების მართვის ინსტიტუტის ხელოვნური ინტელექტის პროექტი: მასშტაბირება, ონლაინ და ფიზიკური ღონისძიებების მოწყობა, სერტიფიცირების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება.
  • პროექტების მართვის ინსტიტუტის სამშენებლო პროექტი: სექტორული პარტნიორობის გაღრმავება სამშენებლო კომპანიებთან და ბიზნეს ასოციაციებთან.
  • სოციალური და რეგიონული გავლენა: ახალი კოლაბორაციების გაფართოება რეგიონულ დონეზე, საგანმანათლებლო და სამუშაო რესურსების (მათ შორის "პრაქტიკული რვეულის" პროექტის) გავრცელება.

ჩვენი პარტნიორები

თანამშრომლობა ბიზნესთან, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ ორგანიზაციებთან.

პარტნიორების გაცნობა
ირინე სეფერთელაძე

მიმართულების ხელმძღვანელი

ირინე სეფერთელაძე

სპონსორობის დირექტორი

დავიწყოთ საუბარი

მოგვწერეთ

იდეა, კითხვა თუ თანამშრომლობა. სიამოვნებით მოგისმენთ.

წერილს თქვენს ელფოსტის აპში გახსნით და იქ გააგზავნით. შეგიძლიათ პირდაპირაც მოგვწეროთ: info@pmige.org

იპოვეთ თქვენი შემდეგი ნაბიჯი