International Project Management Day

პროექტის მართვის საერთაშორისო დღე

ერთი დღე, რომელიც ჩვენს პროფესიას აერთიანებს. ცოდნის გაზიარება, ახალი კავშირები და პროექტების მართვის მომავლის ხედვა.

IPM Day · PMI თბილისი
IPM Day · PMI თბილისი

ნოემბრის პირველი ხუთშაბათი

პროფესია, რომელიც წინსვლას ქმნის

პროექტის მართვის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად ნოემბრის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. გლობალური ინიციატივა პროექტის მართვის მნიშვნელობას წარმოაჩენს, თანამშრომლობას უწყობს ხელს და პროფესიული ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.

PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობა ამ დღეს 2023 წლიდან აღნიშნავს. ყოველ წელს ვქმნით სივრცეს, სადაც ინდუსტრიის ექსპერტები, სტუდენტები და პროფესიონალები ერთად იკრიბებიან, იზიარებენ ცოდნას და აღნიშნავენ პროფესიის განვითარებას.

აირჩიეთ წელი

IPM DAY 2025

Project Horizon

ღონისძიების მიმოხილვა
თარიღი
6 ნოემბერი 2025
დრო · 3 საათი
18:30–21:30
თბილისი, საქართველო
Holiday Inn Tbilisi
მონაწილე
260

Project Horizon (Beyond and Forward) პროექტის მართვის მომავლის ხედვასა და მრავალმხრივი განვითარების პერსპექტივებს აერთიანებს. სამი საათის განმავლობაში საუბარი ორ მიმართულებას დაეთმო: BEYOND, საზღვრების გადალახვა, და FORWARD, მომავლისკენ სვლა.

ორგანიზატორი: PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობა

Exhibit Hall · 20–25 კომპანია

ღონისძიების მიზანი

  • პროექტის მართვის, როგორც პროფესიის პოპულარიზაცია.
  • ცოდნის გაცვლისა და უნარების განვითარების პლატფორმის შექმნა.
  • პროფესიონალების, სტუდენტებისა და ინდუსტრიის ლიდერების დაკავშირება.

BEYOND / FORWARD

სპიკერები და თემები

სპიკერების თანამდებობები და გამოცდილება მითითებულია ღონისძიების პერიოდის მიხედვით.

Mohammed Gad
BEYOND · საზღვრების გადალახვა

Mohammed Gad

გენერალური დირექტორი, Technical Development Solutions Co. (TDS)

PM Beyond Borders: Leading Global Projects in a Diverse, Disruptive World

  • გლობალური პროექტების მართვის გამოწვევები
  • კულტურული მრავალფეროვნება და ცვლილებების მართვა
  • საერთაშორისო პროექტების ლიდერობის პრინციპები
სპიკერის შესახებ

ნიუ მექსიკოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი და წყლის რესურსებისა და მწვანე ენერგიის პროექტების მართვის საერთაშორისო ექსპერტი. ხელმძღვანელობს მდგრადი განვითარების ინოვაციურ პროექტებს საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ტანზანიაში, ფინეთში, საფრანგეთსა და აშშ-ში.

ილია რევია
FORWARD · მომავლისკენ

ილია რევია

PMI თბილისის პრეზიდენტი და მიკრობანკ „კრისტალის“ გენერალური დირექტორი

Future Fast Forward: Aligning Project Management with Organizational Strategy for Rapid Growth

  • პროექტების სტრატეგიული შერჩევა მსხვილ ორგანიზაციებში
  • დროისა და ფინანსების არაეფექტური ხარჯვის თავიდან აცილება
  • პრაქტიკული რეკომენდაციები და საუკეთესო გამოცდილება
სპიკერის შესახებ

PMP სერტიფიცირებული პროფესიონალი. პროექტების მართვა შეისწავლა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ხოლო IT და ბიზნეს ინოვაციები იონჩოპინგის უნივერსიტეტში, შვედეთში.

სპონსორები

მხარდაჭერა, რომელიც პროფესიულ შეხვედრებს შესაძლებელს ხდის.

გენერალური სპონსორი

CMC

საქართველოში სამშენებლო პროექტების მართვის პირველი და ყველაზე დიდი კომპანია. 2009 წლიდან მართავს მასშტაბურ პროექტებს. პორტფელში 150-ზე მეტი დასრულებული და 20-მდე მიმდინარე პროექტია, ჯამური საინვესტიციო მოცულობით 3 მილიარდ დოლარზე მეტი.

სპონსორი

Business Georgia

2020 წლიდან მხარს უჭერს ბიზნესსექტორის განვითარებას, ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

სპონსორი

Agile School

ერთ-ერთი ყველაზე დიდი Agile ეკოსისტემა საქართველოში და უზბეკეთში. სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების პროგრამებს პროექტებისა და პროდუქტების მართვის, IT ბიზნესანალიზისა და AI-ის მიმართულებით.

სპონსორი

Bank of Georgia Business

საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და აქტიურად უჭერს მხარს ბიზნესს, განათლებასა და ინოვაციურ ეკოსისტემას.

სპონსორი

Wizer

ყოფილი PSP დაზღვევის ახალი ბრენდი, რომელიც 15-წლიან გამოცდილებას ეფუძნება. თანამედროვე სადაზღვევო გამოცდილება გზავნილით: „შენი გამბედაობა ცვლის სამყაროს“.

სპონსორი

Kan-Guroo

საერთაშორისო საგანმანათლებლო და ინოვაციური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს განათლებას, AI-სა და ბიზნესგანვითარებას. ხელს უწყობს პროფესიონალებისა და კომპანიების ზრდას მენტორობითა და ციფრული ტრანსფორმაციით.

პარტნიორები

  • პატარა მკვლევარები
  • საავიაციო უნივერსიტეტი
  • გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
  • ალტერბრიჯი
  • წმ. გიორგის სკოლა
  • Studenthunt
  • ღვინო „ნაბერაული“
  • ღვინო VINOTELLS
  • ყავა DersutGeorgia
  • ACT
  • Holiday Inn
  • Junior Achievement
  • Junior Achievement: AquaVision მოსწავლეთა კომპანია
  • Junior Achievement: Kevin AI მოსწავლეთა კომპანია
  • Konfetery
  • Scrollex
  • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

აღწერები და მონაცემები წარმოდგენილია შესაბამისი წლის ღონისძიების მასალების მიხედვით.

ვიდეომასალა

IPM Day 2025 · ვიდეო 1

ნახეთ YouTube-ზე

IPM Day 2025 · ვიდეო 2

ნახეთ YouTube-ზე

IPM Day 2025 · ვიდეო 3

ნახეთ YouTube-ზე

IPM Day 2025 · ვიდეო 4

ნახეთ YouTube-ზე

შეხვედრიდან ახალ შესაძლებლობამდე

დარჩით საზოგადოების ნაწილად

გაეცანით ღონისძიებების ჟურნალს და ჩვენი საზოგადოების სხვა შეხვედრებს.

ყველა ღონისძიება

დავიწყოთ საუბარი

მოგვწერეთ

იდეა, კითხვა თუ თანამშრომლობა. სიამოვნებით მოგისმენთ.

წერილს თქვენს ელფოსტის აპში გახსნით და იქ გააგზავნით. შეგიძლიათ პირდაპირაც მოგვწეროთ: info@pmige.org

იპოვეთ თქვენი შემდეგი ნაბიჯი