PMI TBILISI, GEORGIA CHAPTER

მარკეტინგი, კომუნიკაციები და სოციალური მედია

მარკეტინგი, კომუნიკაციები და სოციალური მედია

მიმოხილვა

PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და სოციალური მედიის მიმართულება ქმნის სივრცეს, სადაც პროექტების მართვის საზოგადოება ერთიანდება, იზიარებს გამოცდილებას და ვითარდება. ჩვენი მიზანია წარმომადგენლობის ცნობადობის ზრდა, ეფექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან და პროფესიული თემის გაძლიერება როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ პლატფორმებზე.

მიმართულება მოიცავს სოციალური მედიის სტრატეგიულ მართვას, კონტენტის შექმნას, ღონისძიებების პოპულარიზაციას, პარტნიორობების განვითარებასა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობა გახდეს პროექტების მართვის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გავლენიანი პროფესიული სივრცე საქართველოში.

რას ვაკეთებთ

  • სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და მართვა
  • კონტენტ-კალენდრის შექმნა და მართვა
  • პოსტერების, ნიუსლეთერების, ინფოგრაფიკებისა და მულტიმედიური კონტენტის შექმნა
  • ღონისძიებებისა და ვებინარების პოპულარიზაცია
  • პარტნიორობებისა და მემორანდუმების განვითარება უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან
  • თემატური კამპანიები პროექტების მართვის პრაქტიკებზე
  • სოციალური მედიის ანალიტიკა და შედეგების შეფასება

პროექტები და ინიციატივები 2025-2026

  • მოხალისეთა ლოიალობის პროგრამა
  • აღმოსავლეთ ევროპის ვირტუალური სამიტი 2025
  • Agile ფორუმი 2026: კოლაბორაცია ევროპის წარმომადგენლობებთან
  • წევრებისა და მოხალისეების შეკრების ღონისძიება 2025
  • PM ჯომარდობა 2025
  • პროექტის მართვის საერთაშორისო დღე 2025: წლის მთავარი ღონისძიება
  • წლის შემაჯამებელი ღონისძიება 2025
  • მარკეტინგის მიმართულების საოპერაციო მოდელის განახლება
  • მარკეტინგის მიმართულების ონბორდინგის პროცესების ოპტიმიზაცია

ბიულეტენები და კამპანიები

  • პროექტების მართვის მოდელები, მეთოდები, მეთოდოლოგიები, ინსტრუმენტები და ტექნიკები
  • პროექტების მართვა პრაქტიკაში 2025
  • გაიცანი შენი წარმომადგენლობა 2025
  • საერთაშორისო ქალთა დღის კამპანია

ჩვენი მიზნები

  • წარმომადგენლობის ციფრული ხილვადობის გაძლიერება: ვებსაიტისა და სოციალური მედიის არხების განვითარებით
  • წევრების და მოხალისეების ჩართულობის ზრდა კონტენტის, კამპანიებისა და ინტერაქტიული კომუნიკაციის გზით
  • წარმომადგენლობის პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტიანი პოპულარიზაცია ყველა პლატფორმაზე.
  • PMI თბილისის წარმომადგენლობის დამკვიდრება პროექტების მართვის სფეროს ერთ-ერთ წამყვან პროფესიულ ორგანიზაციად საქართველოში.
  • კავშირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა: ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში
  • თანამშრომლობის გაძლიერება ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან

2025 წლის შედეგები

შექმნილი პოსტერი
246
ბიულეტენი
48
მემორანდუმი
6
პროექტი
10+

2026 წლის გეგმები

  • წარმომადგენლობის ცნობადობის ამაღლება: მე-2 ფაზა
  • სოციალური მედიის განახლებული სტრატეგია
  • ახალი კამპანია 26 რჩევა 2026 წელს
  • პროექტების მართვის ვიდეო ლექსიკონი
  • პროექტების მართვის ინფოგრაფიკების სერია
  • ვებინარი: პროექტების მართვა საზღვრების გარეშე
  • ვებინარი: პროექტის მენეჯერი თუ ბიზნეს ანალიტიკოსი: საიდან დავიწყო?
  • პროექტის მართვის საერთაშორისო დღე 2026
  • წლიური შემაჯამებელი ღონისძიება 2026
  • ახალი პარტნიორობებისა და მემორანდუმების გაფართოება
ღონისძიების მონაწილე იდეების დაფასთან
ჩვენი საზოგადოება, ჩვენი საერთო გამოცდილება
ნანა ლობჯანიძე

მიმართულების ხელმძღვანელი

ნანა ლობჯანიძე

მარკეტინგის, კომუნიკაციისა და სოციალური მედიის დირექტორი

დავიწყოთ საუბარი

მოგვწერეთ

იდეა, კითხვა თუ თანამშრომლობა. სიამოვნებით მოგისმენთ.

წერილს თქვენს ელფოსტის აპში გახსნით და იქ გააგზავნით. შეგიძლიათ პირდაპირაც მოგვწეროთ: info@pmige.org

იპოვეთ თქვენი შემდეგი ნაბიჯი