დირექტორთა საბჭო
ირინე სეფერთელაძე
სპონსორობის დირექტორი
პროექტების მენეჯერი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES), საქართველოს წარმომადგენლობა
PMI თბილისის წარმომადგენლობის წევრი: 2022 წლიდან
სპონსორობის დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი; ბიზნეს კლუბის, AI-ისა და სამშენებლო პროექტების ხელმძღვანელი
PMIxAI Ambassador და PMI Global Construction Ambassador
როლი საერთაშორისო ქოუჩინგის ფედერაცია ICF, საქართველოს წარმომადგენლობაში: გამგეობის წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობების მიმართულების ლიდერი
PMP და PMI-ACP სერტიფიცირებული პროექტების მართვის პროფესიონალი და Erickson-ის საერთაშორისო ქოუჩი (EPC), მენეჯმენტის, სტრატეგიული კომუნიკაციების, დიპლომატიისა და საერთაშორისო განვითარების სფეროებში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით. მისი პროფესიული საქმიანობა აერთიანებს პროექტების მართვას, ლიდერობას, ინოვაციებს, სტრატეგიულ პარტნიორობებსა და საზოგადოებრივ განვითარებას. ამჟამად მუშაობს ფრიდრიხ ებერტის ფონდში პროექტების მენეჯერად და ხელმძღვანელობს პროგრამებს დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით.
ირინე PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობას 2022 წელს შემოუერთდა და აქტიურად მონაწილეობს პროფესიული საზოგადოების განვითარებასა და PMI-ის სტანდარტებისა და ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციაში. როგორც სპონსორობის დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი, მისი საქმიანობა მიმართულია პროფესიული ეკოსისტემის გაძლიერების, ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობისა და მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობების განვითარებისკენ. ამასთანავე, იგი ხელმძღვანელობს წარმომადგენლობის ბიზნეს კლუბს, AI-ისა და სამშენებლო მიმართულების პროექტებს, ხელს უწყობს პროფესიულ ქსელურ თანამშრომლობას, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას, ინდუსტრიულ ტრანსფორმაციასა და ბიზნესისა და აკადემიურ სექტორებთან თანამშრომლობას.
მისი საქმიანობის საფუძველია ჰოლისტური ხედვა, ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა და ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობა, რომელიც პროფესიულ განვითარებასა და მდგრად სოციალურ გავლენას ემსახურება.


