PMI TBILISI, GEORGIA CHAPTER
პროექტების მართვის განათლება სკოლებისთვის

მიმოხილვა
Junior Achievement Georgia-სთან პარტნიორობით PMI თბილისის სერტიფიცირებული წევრები სკოლის მოსწავლეებს პროექტების მართვის საფუძვლებს უზიარებენ. სასწავლო შეხვედრები და ახალგაზრდული სამეწარმეო ფესტივალები აერთიანებს პრაქტიკულ ცოდნას, გუნდურ მუშაობასა და მეწარმეობას. ინიციატივაში პროფესიონალები და ახალგაზრდები ერთად სწავლობენ იდეების განხორციელებას.
Junior Achievement Georgia და PMI თბილისი
PMI თბილისის წარმომადგენლობისა და Junior Achievement Georgia-ს პარტნიორობით საგანმანათლებლო შეხვედრები 2021 წლიდან რეგულარულად ტარდება. პროგრამა აერთიანებს პროექტების მართვის საფუძვლებს, პრაქტიკულ გამოცდილებასა და ახალგაზრდული მეწარმეობის თემებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სწავლებაში ყოველწლიურად 200-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.
ვისთვის არის პროგრამა
საქართველოს სკოლის მოსწავლეები, Junior Achievement-ის სტუდენტური კომპანიების წევრები, მასწავლებლები და ახალგაზრდა მეწარმეობით დაინტერესებული პირები.
მიღწევები და პროგრამის შინაარსი
- მოსწავლეებში ყალიბდება პროექტების მართვის საბაზისო კომპეტენციები: პროექტის ფაზები, გუნდური მენეჯმენტი, დაგეგმარება და სამეწარმეო აზროვნება.
- „მეწარმეობის საფუძვლების" პროგრამის ფარგლებში სტუდენტური კომპანიები ეცნობიან პროფესიულ სტანდარტებს და ახდენენ ახალი პროდუქტების პრეზენტაციას.
- ყოველწლიურად ბოლო 5 წლის განმავლობაში პროექტების მართვის საბაზისო ცოდნა მიეწოდება 200-მდე სასკოლო ასაკის მოსწავლეს.
- წარმომადგენლობის პროფესიული განვითარებისა და განათლების მიმართულება აქტიურად არის ჩართული წლის შემაჯამებელ ახალგაზრდულ მეწარმეობის ფესტივალსა და წლის მეწარმე კომპანიის გამოვლენის ღონისძიებებში.


