დირექტორთა საბჭო
ნანა ლობჯანიძე
მარკეტინგის, კომუნიკაციისა და სოციალური მედიის დირექტორი
პროექტების მენეჯერი (სტრატეგიული და საგანმანათლებლო პროექტები)
PMI თბილისის წარმომადგენლობის წევრი: 2022 წლიდან (მოხალისე 2022-დან, საბჭოს წევრი 2025 წლიდან)
PMP® სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი 8-წლიანი მენეჯერული გამოცდილებით, მათ შორის 4 წელი სტრატეგიული, მარკეტინგული და ბიზნესპროცესებზე ორიენტირებული პროექტების სრული ციკლის მართვაში. კარიერის განმავლობაში ხელმძღვანელობდა EU, GIZ და იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ მუნიციპალური განვითარების პროექტებს, ხოლო შემდგომ გადაინაცვლა სტრატეგიულ, საგანმანათლებლო და მარკეტინგული პროექტების მართვაზე.
ნანა PMI თბილისის წარმომადგენლობას მოხალისედ 2022 წელს შეუერთდა. შემდეგ მარკეტინგის გუნდის ლიდერი გახდა, ხოლო 2025 წელს კომუნიკაციების, მარკეტინგისა და სოციალური მედიის დირექტორად დაინიშნა. დღეს ის მოხალისეთა გუნდთან ერთად ხელმძღვანელობს მარკეტინგის მიმართულებას.
ნანასთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეული ნაბიჯი, მათ შორის პირველი გაბედული მცდელობაც, ღირებულია.
მარკეტინგის გუნდი ჩემთვის არა მხოლოდ სამუშაო სივრცეა, არამედ ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის შესაძლებლობების კარი, რომელსაც ჩვენ ერთად ვქმნით.


