დირექტორთა საბჭო
ნესტან აბრამიშვილი
წევრობისა და მოხალისეთა ჩართულობის დირექტორი
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.
წარმომადგენლობის მოხალისე 2019 წლიდან
PMP® სერტიფიცირებული 9-წლიანი მრავალფეროვანი გამოცდილებით. ნესტანის კარიერა კვლევითი სექტორით დაიწყო, რასაც მოჰყვა მენეჯერული საქმიანობა მომსახურების, მასპინძლობისა და არქიტექტურა-დიზაინის სფეროებში. ამჟამად ის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მომავალ პროფესიონალებს პროექტების მართვას ასწავლის.
ნესტანი წარმომადგენლობის გვერდით თითქმის მისი დაფუძნების დღიდანაა. მოხალისეობიდან და მასშტაბური პროექტების მენეჯერობიდან მან გზა დირექტორთა საბჭომდე განვლო. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ისეთი ინიციატივები, როგორებიცაა: კამპანია ახლად სერტიფიცირებული წევრებისთვის და კამპანია მოხალისეებისთვის, სხვადასხვა ინფორმატიული გზამკვლევები, მოხალისეების პორტფოლიო, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის? პროექტის მენეჯერებისთვის“, საერთაშორისო ვირტუალური ფორუმი SDG-ებზე და სხვა. როგორც დირექტორი, ის ზრუნავს ძლიერი პროფესიული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, წევრთა კმაყოფილების ზრდისა და მოხალისეებისთვის ღირებული შესაძლებლობების შექმნის გზით.


