მიმართულების მიზანია წევრებისა და მოხალისეთა ბაზის გაფართოება და მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა. ჩვენ ვქმნით მრავალფეროვან შესაძლებლობებს, რათა თითოეულმა წევრმა შეძლოს საკუთარი წვლილის შეტანა წარმომადგენლობის საქმიანობაში და პროფესიული ზრდა სხვადასხვა როლში. ვაინიცირებთ და ვმართავთ განსხვავებულ და ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მოხალისეს საშუალებას აძლევს, განავითაროს სფეროში საჭირო უნარები და წარმოაჩინოს მისი შესაძლებლობები.
ძირითადი საქმიანობები
ცნობადობის ასამაღლებელი კამპანიები: „გაიცანით წარმომადგენლობის ახალი / ახლად სერტიფიცირებული წევრი“, „მე ვარ PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის მოხალისე“, „წარმომადგენლობის ელჩი“, „პროექტის მენეჯერები, როგორც ექსპერტები“ და „გაიცანით წარმომადგენლობის ლოიალური წევრი“.
მოხალისეთა მართვა: მოხალისეთა ადაპტაცია წარმომადგენლობისა და მიმართულებების საქმიანობაში ინდივიდუალური შეხვედრებისა და გაცნობითი რესურსების დახმარებით, მოხალისეთა პორტფოლიოს განვითარება და მათი ჩართულობის კოორდინაცია სხვადასხვა პროექტში.
საგანმანათლებლო გზამკვლევები: ვიდეო ინსტრუქციების შექმნა წევრობის, ასევე სერტიფიკატების განახლებისა და პროფესიული განვითარების ერთეულების (PDU) დარიცხვის შესახებ. ვიდეო გზამკვლევი წარმომადგენლობის შესახებ.
ინტელექტუალური და სხვა ღონისძიებები: ინტელექტუალური თამაში წევრებისთვის “ეთამაშე წარმომადგენლობას“, „კომუნიკაცია, როგორც ძალა“, „ვირტუალური ფორუმი: მიწოდების მიღმა: პროექტები, რომლებიც მდგრად სამყაროს აყალიბებენ“.
მმართველობითი პროცესები: დირექტორთა საბჭოს არჩევნების ორგანიზაციული მხარდაჭერა.
სტრატეგიული პრიორიტეტები
ჩართულობა და ინტეგრაცია: ახალი წევრებისა და მოხალისეების ეფექტური ინტეგრაცია წარმომადგენლობაში.
პროფესიული საზოგადოების განვითარება: წევრებთან და მოხალისეებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შექმნა, უკუკავშირის გათვალისწინება პროექტების ინიცირებისას და ზრუნვა საზოგადოების დამწყები პროფესიონალების უნარების განსავითარებლად.
გლობალური სტანდარტები: პროექტების მართვის ინსტიტუტის გლობალურ სტანდარტებთან (მაგ. Single Membership) შესაბამისობის უზრუნველყოფა.
მიმართულების შედეგები
20-მდე: გუნდის მოხალისე წევრი, დაახლოებით 50% PMI სერტიფიცირებული
#1: ლიდერი ევროპაში მოხალისეთა ჩართულობის პლატფორმის (VEP) გამოყენების მაჩვენებლით (2025)
100%: წარმატებული გადასვლა „Single Membership“ მოდელზე
წევრებისა და მოხალისეების რაოდენობის მუდმივი ზრდა
მიღწევები 2024-2026
ჩამოყალიბდა ძლიერი, 20-მდე მოხალისისგან დაკომპლექტებული გუნდი; დაინერგა VEP პლატფორმა; წარმომადგენლობა გადავიდა „single membership“ მოდელზე; დამყარდა მჭიდრო თანამშრომლობა PMI-ს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლობებთან და ჩატარდა პირველი ვირტუალური სამიტი მდგრადობის თემაზე.
2026 წლის გეგმები
ვირტუალური ფორუმის ორგანიზება, მოხალისეთა გაცნობისა და ადაპტაციის რესურსების განვითარება და ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ სერიის გაგრძელება.
შემოგვიერთდით
წევრობა
გაიარეთ რეგისტრაცია PMI-ის ოფიციალურ ვებსაიტზე და აირჩიეთ საქართველოს წარმომადგენლობა. წევრობა გაძლევთ წვდომას საგანმანათლებლო მასალებზე, კურსებზე, ღონისძიებებსა და ადგილობრივ ინიციატივებზე.
შეავსეთ მოხალისეობის ფორმა და გახდით გუნდის ნაწილი. მიიღეთ პრაქტიკული გამოცდილება, იმუშავეთ რეალურ პროექტებზე PMI-ის სტანდარტებით და განავითარეთ პროფესიული უნარები. თქვენი წვლილი ოფიციალურად აღირიცხება.